მდინარე ტეხურში 15 წლის მოზარდის ცხედარს ეძებენ

0

texuriსენაკის რაიონის სოფელ ქვალონში უბედური შემთხვევა მოხდა. მაშველები ამ წუთებში მდინარე ტეხურში დამხრჩველ 15 წლის ნუგზარ ლემონჯავას ეძებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ სენაკში ჩავიდა. დეტალები თუ რა იყო უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ნუგზარ ლემონჯავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის ლევან ლემონჯავას შვილია. ოჯახმა უბედური შემთხვევის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გაიგო. მაშველები მდინარე ტეხურზე რჩებიან და ძებნას განაგრძობენ.

 

სხვა ახალი ამბები: