მდინარე ხობისწყალში 38 წლის მამაკაცი დაიხრჩო

0

mashvelღამის 12 საათზე ხობის ცენტრალურ ხიდთან, მდინარე ხობისწყალში 38 წლის მამაკაცი დაიხრჩო. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო ჯგუფებმა ავთანდილ ფაჩულიას ცხედრის პოვნა დროულად შეძლეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავთანდილ ფაჩულია მდინარე ხობისწყალში ნასვამ მდგომარეობაში გადახტა და გული გაუსკდა.

“მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს. მერე კი მდინარის ნაპირას ჩამოჯდნენ და იქეიფეს. თავისთავად ღვინოც დალიეს. გარდაცვლილი ავთო ფაჩულია ნასვამ მდგომარეობაში იყო, როცა რკინის ხიდიდან მდინარეში გადახტა. მას არც თავი დაურტყამს და არც რაიმე ტრამვა მიუღია, უბრალოდ ნასვამზე სავარაუდოდ გული გაუსკდა. შემთხვევის ადგილზე უცებ მოვიდა სამაშველო და როცა ამოიყვანეს მდინარიდან ის უკვე მკვდარი იყო”-აცხადებენ smo.ge-სთან საუბარში თვითმხილველები.

სხვა ახალი ამბები: