მდინარე ხობში ახალგაზრდა ქალი დაიხრჩო

0

chobi-ckმდინარე ხობში 41 წლის ხათუნა ბერულავა დაიხრჩო. შემთხვევა დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ხობში მოხდა. ხათუნა ბერულავა მდინარეზე მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

შვილის  განმარტებით გარდაცვლილმა მდინარეში ხელის დაბანვა გადაწყვიტა რა დროსაც ფეხი დაუსხლტა და წყალში ჩავარდა. გარდაცვლილი ქალბატონი ხობში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა .

შემთხვევის ადგილას გამოძახებულ იქნა როგორც ხობის მუნიციპალიტეტის, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახურების ბრიგადები, რომლებმაც სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის ცხედარი წყლიდან ამოყვანეს.

სხვა ახალი ამბები: