ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალსოფელში, მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების მიზნით მოეწყო მიწაყრილები. ნაპირები მდინარე ჯუმს ბერიების, სინწის და საკოზუოს უბნებში გაუმაგრდა. მიწაყრილი მდინარის ორივე სანაპიროს 400 გრძივ მეტრზე გაუკეთდა.
მდინარის ნაპირების გამაგრება გამოიწვია უხვი ნალექის შედეგად სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მიტაცებამ. ადიდებული მდინარე ასევე საფრთხეს უქმნიდა ხიდის საძირკველს. ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარის კალაპოტის გამაგრება კიდევ 2 უბანში იგეგმება.