მდინარე ჯუმში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო

0

jumiრამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში.  შუახნის მამაკაცი მდინარე ჯუმში დაიხრჩო. სამეგრელოს რეგიონის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი მდინარიდან დროულად ამოიყვანეს თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, მდინარეში შესულ მამაკაცს სავარაუდოდ გული გაუსკდა.

ჯუმში დამხრჩვალი მამაკაცი სოფელ დარჩელის მკვიდრია, თუმცა ის წლებია თბილისში ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადებით ის რამდენიმე დღის წინ მშობლიურ სოფელში დასასვენებლად ჩამოვიდა. გარდაცვლილის ცხედარს ამ წუთებში ნათესავების სახლში გადაასვენებენ.

სხვა ახალი ამბები: