მეგის ქარდავას ადამიანთა წამების მუხლით ახალი ბრალდება დღეს წაუყენეს

0

megisსამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას  ორი ბრალდება ემატება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ქარდავას განმუხურში აღმოჩელინი ვიდეოკადრების საქმეზე, სადაც ორი პირის წამებაა ასახული, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ამ საქმეში მას ბრალად წამებისა და გაუპატიურების ორგანიზება ედება. ქარდავასთან ერთად, ამ საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა ზუგდიდის პოლიციის ყოფილ ორი თანამშრომელს, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავასაც შეუფარდეს. სამივე პირი მიმალულია.

ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, ახალი ბრალის წარდგენა  ამ წუთებში ზუგდიდში მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ველიჯანაშვილმა განაცხადა, მისთვის ამ დროისათვის უცნობია, რა ეპიზოდზე უყენებენ ბრალს ზუგდიდში ქარდავას.

სამეგრელოს სამხარეო პოლიციის სამმართველოს ყიფილი უფროსის მეგის ქარდავას წინააღმდეგ, ამ დრომდე  სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული. მას ბრალი წარდგენილი აქვს: საიდუმლო სამარხებში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრების, სერგო თეთრაძის, ციხის ბუნტისა და სამხედრო პოლიციაში თანხების გაფლანგვის საქმეებზე.

სხვა ახალი ამბები: