მეგის ქარდავას ბრალი უმძიმდება

0

megisiაუდიო ინფორმაცია![ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/qardava.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობბის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი და არაადამიანიური მოპყრობის ფაქტებზე.

როგორც მთავარ პროკურატურაში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს,გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 ივლისს, მეგის ქარდავას უკანონო დავალებით, დამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება აფხაზეთიდან დევნილ გ.ჩ.-ს. ამ პირს აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს რუსების დავალებით, ფულის სანაცვლოდ, ზუგდიდში ბომბი უნდა გადმოეტნა.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები – თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, მერაბ მეტრეველი, გიორგი სამუშია. ბრალი დაუსრწებლად წარედგინა კოხტა კოდუასაც, რაც შეეხება მეგის ქარდავას, პროკურატურაში განმარტავენ, რომ მისი ბრალი დაზუსტდება ან დამძიმდება.

პროკურატურამ უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს და ზემოაღნიშნული პირებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

სხვა ახალი ამბები: