მეგის ქარდავას ჩანაწერები სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავიდან

0

get_imgშსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, წინა ხელისუფლების მიერ სამეგრელოში მოწყობილ სამალავშია გადაღებული, ჩანს საქაღალდე წარწერით – „დასაჭერები“. ასევე, აღბეჭდილია ხელნაწერი სათაურით – „მეგის სერგოს ძე ქარდავას სახლში და სკოლაში ყოფა-ქცევის შინაგანაწესი“. ეს ჩანაწერი, სავარაუდოდ,  სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ამჟამად ძებნილი მეგის ქარდავას სკოლაში სწავლის პერიოდშია გაკეთებული.

„1. დღეში 4–ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით; 2. დილის 8 საათზე სკოლისთვის მომზადება; 3. სკოლაში გაკვეთილებზე ყურადღებით მოსმენა, შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე; 4. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ ფრთხილად პირდაპირ სახლში წასვლა;  5. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ 1 საათი შესვენება. მერე სხვადასხვა სათამაშოებით გართობა 1 საათს. ფეხბურთის თამაში ოთახში აკრძალულია, ამისთვის გამოიყენება ეზო“, – აღნიშნულია ხელნაწერში, რომელშიც არის მეექვსე პუნქტიც, რომელიც არ იკითხება. შსს-ში აცხადებენ, რომ სამალავიდან ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში.

get_img (1)ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის.

სხვა ახალი ამბები: