“მეგის ქარდავა ბელა როგავას წიხლებით სცემდა, აფურთხებდა, სიგარეტით დაუწვა სხეული…”

0

newsთავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მხრიდან, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის მსხვერპლი პატიმარი ბელა როგავაც გახდა. ქარდავას მხრიდან პატიმარზე წამება გაუგონარი მეთოდებით ხდებოდა. ქარდავა მას სხეულზე აწვავდა სიგარეტს, აყენებდა შეურაცხყოფას, ძალადობდა ქალბატონზე. მეტიც, ქარდავამ 27 წლის ქალბატონს ნარკოტიკიც მიაღებინა მხოლოდ იმისათვის, რომ მისგან აღიარებითი ჩვენება მიეღო. ბელა როგავას წამება ზუგდიდის სამმართველოში დილის 11-დან ღამის 2 საათამდე მიმდინარეობდა. პატიმარი ვარაუდობს, რომ ზუგდიდში აღმოჩენილ კადრებში, შესაძლოა, მისი ცემის ფაქტებიც იყოს ასახული.

როგორც დაკავებულის ადვოკატი სალომე აბულაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ბელა როგავა 2008 წელს დააპატიმრეს 144-ე მუხლით, რომელიც ადამიანის მძევლად აყვანას ითვალისწინებს. მან ეს კონკრეტული დანაშაული აღიარა, თუმცა მეგის ქარდავა მისგან ითხოვდა ამ დანაშაულში თანამონაწილე პირების დასახელებასაც, რაც როგავამ არ გააკეთა. სალომე აბულაძის განცხადებით, ამის შემდეგ დაიწყო ბელა როგავაზე ძალადობა. მას პატიმრობაში ყოფნის დროს დაუმძიმეს ბრალი ნარკოტიკული დანაშაულისთვის. საბოლოო ჯამში, მას 16-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამინისტიის შემდეგ სასჯელი 1/3-ით შეუმცირდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეგის ქარდავას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ბელა როგავა დაზარალებულად არის ცნობილი.

პატიმარმა როგავამ სინამდვილეში გაიტაცა თუ არა ტაქსის მძღოლი?

სალომე აბულაძე: მან ტაქსის მძღოლს თავი გადააყვანინა აფხაზეთის საზღვარზე, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა. ბელა როგავა აღიარებს მის მონაწილეობას ამ საქმეში. დაკავებული მიიყვანეს ზუგდიდის სამმართველოში მეგის ქარდავას კაბინეტში. ქარდავამ მოსთოვა მას აღიარებითი ჩვენება, რაზეც მან უარი განაცხადა. ამის შედეგ იწყება მასზე ძალადობა.

ვისგან და რა სახის ძალადობა განხორციელდა მასზე?

– უშუალოდ მეგისი ქარდავა ძალადობდა მასზე, იმისათვის, რომ სასურველი ჩვენება მიეღო მისგან. წიხლებით სცემდა, აფურთხებდა, სიგარეტებით დაუწვა სხეული, მის სხეულზე დღესაც არის სიგარეტის კვალი. ბოლოს ნარკოტიკიც კი დაალევინა, დიდი დოზა მოუვიდა და მისი მგდომარეობა იმდენად დამძიმდა, ეგონათ მოკვდა, თუმცა როგავას ესმოდა რას ამბობდა მეგის ქარდავა.

რას ამბობდა ქარდავა?

– მოკვდა, წაიღეთ ხიდიდან გადააგდეთ და იარაღი ესროლეთ, თითქოს, საზღვარზე გადადიოდა და იმათმა ესროლესო. ამ დროს, როგავამ გულის არევით აგრძნობინა, რომ ცოცხალი იყო. ამის გამო ქარდავამ მას წიხლები ურტყა ხსეულზე და მუცლის არეში. ცემისგან როგავას სისხლდენა დაეწყო, ექიმი მოიყვანეს, რომელმაც აღმოუჩინა პირველადი დახმარება. როგორც კი მოსულიერდა, ქარდავამ ძალადობა მასძე ისევ გააგრძელა. დილის 11 საათიდან ღამის 2 საათამდე ხდებოდა მისი ცემა-წამება. პირადად მეგის ქარდავა მონაწილეობდა მის ცემა-წამებაში, ის ახორციელებდა დაკავებულ ქალბატონზე ძალადობას. რაც შეეხება ნარკოტიკის მიღებას, ცემისგან ძალა გამოლეულმა წყალი მოითხოვა, გვერდზე იდო მაგიდაზე, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, მოატანინა სხვა ჭიქით, მიხვდა ეს ქალბატონი რაშიც იყო საქმე და არ დალია. ქარდავამ კი, იარაღით გააღებინა პირი, რა დროსაც კბილიც კი ჩაუმტვრია და ისე დაალევინა ბოლომდე.

როგავას ბრალი დაუმძიმეს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება-რეალიზიაციის მუხლით გაასამართლეს და 16 წელი შეუფარდეს. ქარდავა მას დაემუქრა, რომ ციხეში ყოფნისას თავს შეახსენებდა.

იყო თუ არა როგავაზე სექსუალური ძალადობა?

-არა. ასეთი რამ არ ყოფილა.

თქვენ ამბობთქარდავა მას დაემუქრარომ ციხეშიც შეახსებდა თავსრა ფორმით შეახსენაქარდავამ მას თავი?

– ციხეში რამდენიმეჯერ ესტუმრა. როგავა მის დანახვაზე ცუდად ხდებოდა, ფსიქოლოგიურად ახლაც უმძიმეს მდგომარეობაშია. რეალურად, ქარდავამ როგავას აუსრულა ეს მუქარა და ტელეფონი რომელიც მას არ აკუთვნოდა, გააფორმეს ისე, რომ თითქოს, მისი იყო და ამაზე 2 წელი დაუმატეს, საბოლოოდ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. სხვათა შორის, ქრდავა ციხეში რომ შედიოდა, როგავას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეუბნებოდა, რომ ძალიან ლამაზი გოგო გყავს და გარეთ მას მივხედავო.

ატიმარი ბელა როგავა არ გამორიცხავსრომ ზუგდიდში აღმოჩენილ კადრებშიშესაძლოამისი ცემის ფაქტებიც იყოს ასახულითქვენი ინფორმაციით იღებდნენ მისი ცემაწამების ფაქტებს?

– ვფიქრობ, რომ ბელას წამებას იღებდნენ და ამის კადრები არსებობს. ბელა დაზარალებულად არის ცნობილი, ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ყველაფერი რაზეც მე ვსაუბრობ, დამტკიცებულია ექსპერტიზის დასკვნით. უშუალოდ მეგის ქარდავამ თავით თაბაშირ-მუყაოს კედელიც კი შეანგრევინა და ამის მტკიცებულება არსებობს. პატიმარი ვარაუდობს, რომ ზუგდიდში აღმოჩენილ კადრებში, შესაძლოა, მისი ცემის ფაქტებიც იყოს ასახული.

for.ge

სხვა ახალი ამბები: