მეგრული სიმღერის ლოტბარი პოლიკარპე ხუბულავა გარდაიცვალა

0

 

10647214_405748119572789_3006214161284076062_n90 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად წუხელ მეგრული სიმღერის ცნობილი ლოტბარი პოლიკარპე ხუბულავა გარდაიცვალა. 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომღერალსა და ლოტბარს ქალაქ ზუგდიდს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შენობის წინ პირველი ვარსკვლავი 4 დეკემბერს გაუხსნეს. საიუბილეო ღონისძიებაზე მომღერალმა რამოდენიმე სიმღერა შეასრულა,  ასევე საკუთარი ბავშვობა და სცენაზე პირველი გამოსვლაც გაიხსენა.

პოლიკარპე ხუბულავა 1924 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში დაიბადა. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მან აღადგინა და მოიძია ასობით ხალხური სიმღერა, თავად ლოტბარმა 200-ზე მეტი მეგრული ხალხური სიმღერა შეასრულა.

სხვა ახალი ამბები: