მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია

0

media_4ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. კვლევის მიხედვით, საქართველოს 93 ქულა მიენიჭა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს – სომხეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და უკრაინას, ისინი არათავისუფალი ქვეყნების სიაში აღმოჩნდნენ.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონემ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, რაც ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გახშირებამ და მედიის შემზღუდავი კანონების მომრავლებამ გამოიწვია.

კვლევა 197 ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. თითოეულ ქვეყანას 0-დან 197-მდე ქულა მიენიჭა. რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უფრო თავისუფალია მედია.

“ფრიდომ ჰაუსის” კვლევის მიხედვით, სიის სათავეშია ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი და შვეიცარია. მედიის თავისუფლების მიხედვით ყველაზე მძიმე ვითარება კი ჩრდილოეთ კორეაში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ბელარუსშია.

სხვა ახალი ამბები: