მეთიუ ბრაიზა: ”არ მგონია, რომ ეს დაკავებები პოლიტიკური დაპატიმრებები იყოს”

0

bryza-akt2”არ მგონია, რომ ეს დაკავებები პოლიტიკური დაპატიმრებები იყოს” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ სამხრეთ კავკასიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ დაკავებებზე განაცხადა.

ბრაიზასთან ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ ვაშინგტონის ბიურომ სპეციალურად“ქრონიკისთვის“ ჩაწერა.

“უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ისეთ ყურადღებას ვეღარ ვამახვილებ, მაგრამ, როგორც დამკვირვებელმა, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ მმართველობის დასაწყისში საკუთარი პოზიციები დააზიანა, როცა პოლიტიკური დაპატიმრებების შთაბეჭდილება შექმნა. საქართველოში მეგობრებისგან ხშირად მესმის, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ძალიან კარგი, მაგრამ ჩაატარეთ გამოძიება. ვაშინგტონში ვიცით, რაც ხდება საქართველოში. ხალხს ჰგონია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების გამო საქართველოში დემოკრატია არ ვითარდება. არ მგონია, რომ ის დაკავებები პოლიტიკური დაპატიმრებებია“, – განაცხადა ბრაიზამ.

სხვა ახალი ამბები: