მელორ ვაჩნაძე კახეთში დააკავეს

0
103უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე ლაგოდეხში დააკავეს.
როგორც ვაჩნაძე აცხადებს ის თავად ლაგოდეხის პოლიციის უფროსმა გიორგი კლიმიაშვილმა დააკავა.
საპატრულო პოლიციამ ავტომობილი, რომელსაც ვაჩნაძე მართავდა ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო გააჩერა. რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
 დაკავებულის თანმხლები პირების განცხადებით, ამ მომენტისთვის მელორ ვაჩნაძე გურჯაანის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სავარაუდოდ გურჯაანის რაიონული სასამართლო დღესვე იმსჯელებს.
მელორ ვაჩნაძე აცხადებს, რომ ის უკანონოდ დააკავეს და შესაძლოა ბრალი დაუმორჩილებლობის მოტივით წაუყენონ, რაც ადმინისტრაციულ ფულად ჯარიმასთან ერთად 3 თვიან პატიმრობასაც ითვალისწინებს.

 

სხვა ახალი ამბები: