მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

0

previewსამეგრელოში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი დღის განმავლობაში სენაკის II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები აქტიურად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას. ისინი ადგილობრივებს დატბორილი სახლების გაწმენდასა და სახლებში არსებული დაზიანებების ლოკალიზებაში უწევენ დახმარებას.

დღეს, სენაკში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ. მინისტრები ჯარისკაცებს გაესაუბრნენ და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა სამეგრელოს რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ აღმოფხვრამდე გააგრძელებს მუშაობას.

სხვა ახალი ამბები: