მერაბიშვილის მიმართ კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები იკვეთება

0

merabishviliირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი შინაგან სქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები იკვეთება და იგი საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში იქნება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცახდებს, ამ დროისთვის მეტის თქმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლია, თუმცა საზოგადოება ახალ ბრალდებებს მერაბიშვილის წინააღმდეგ მალე გაიგებს.

,,მერაბიშვილის დაპატიმრების დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ მითხრეს, მისი დაკავების დღეს საზეიმო განწყობა სუფევდა. ეს კარგია, თუ ცუდი, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების უპირველესი დაკვეთაა და ხალხი ელოდება დამნაშავის დასჯას. მერაბიშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მაგრამ მის მიმართ გამოკვეთილია, კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები, რაზეც ამ ეტაპზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“,-განაცხადა „ასავალ-დასავალათან“ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: