მერაბიშვილი “მატროსოვის” ციხეში გადაიყვანეს

0
vanoშს ყოფილი მინისტრი და ექს–პრემიერი ვანო მერაბიშვილი თბილისში, სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. “მატროსოვის” ციხეში გადმოიყვანეს.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
რაც შეეხება კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს, სუბარის თქმით, შეფარდებული გირაოს თანხის გადახდამდე იგი ქუთაისში დარჩება.
“სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩათვალა საჭიროდ. სადღეისოდ სასამართლოზე არათუ ზეწოლა არ ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმშია, რაც მიუღებელიც კია”, –  განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.
ამ დროისთვის ჭიაბერაშვილის ოჯახი უკვე საქართველოს ბანკში იმყოფება და სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხის გადახდას აპირებს. ჭიაბერაშვილი ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორს სავარაუდოდ, შუადღეს დატოვებს.

 

სხვა ახალი ამბები: