მერაბიშვილი 19 აპრილს სააკაშვილს პარტიიდან გარიცხავს?

0

vano„საერთო გაზეთი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 19 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილს “სიურპრიზს” უმზადებს და რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე სააკაშვილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს დააყენებს.

„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი აპირებს, მიხეილ სააკაშვილს 19 აპრილს საჯაროდ უმძიმესი ბრალდებები წაუყენოს და მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვოს. ჩვენი ინფორმატორი  ირწმუნება, რომ  მიხეილ სააკაშვილის მოკვეთით “ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება, უკვე გაწმენდილი და გასუფთავებული სახით დაიწყოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება და ყველა ცოდვა, რაც ზურგს უმძიმებს, ყოფილ ლიდერს გადააბრალოს. ამ შიდა შეთქმულების უკან ვანო მერაბიშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე “ბობოლა” „ნაციონალი” დგას, რომლებიც ფიქრობენ, ძველი პატრონის გაყიდვით იყიდონ ხელშეუხებლობის გარანტია საზოგადოებისა და ახალი ხელისუფლების მხრიდან,”- წერს „საერთო გაზეთი”.

სხვა ახალი ამბები: