მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

0
487464_544888088890181_1783367907_nვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ბრალდებულებად სცნეს. „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით წაუყენეს – თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება.
3 მუხლით სცნეს ბრალდებულად კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და გაფლანგვაზე.
 ადვოკატები იზოლატორის დატოვების შემდეგ აცხადებენ, რომ დაკავებულების პოზიცია უცვლელია და ისინი ბრალს არ აღიარებენ.
„რაიმე ახალი დამატებითი მუხლი არ გაჩენილა, იგივე მუხლები აქვს წაყენებული, რაც იქნა წარდგენილი დაკავებისას. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს” – განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
ბრალის წარდგენის შემდეგ მასალები ადვოკატებს გადაეცემათ და ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება, სადაც პროცესი ჩაინიშნება.

 

სხვა ახალი ამბები: