მერაბ ქვარაიამ და რიკარდას რუსტეიკამ ქალაქ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

0

10678565_348735245302738_8666166945619288981_nქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და ლიტვის ქალაქ კაუნასის მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა რიკარდას რუსტეიკამ, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან ჯიმშერ შეროზიასთან ერთად ქალაქ ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

რიკარდას რუსტეიკამ ზუგდიდში ტურიზმის სააინფორმაციო ცენტრი მოინახულა, რის შემდეგაც ყინულის სასახლისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობის მშენებლობა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დაათვალიერა.
დღესვე ლიტველი სტუმარი სოციალურ საცხოვრისსაც ეწვია და იქ არსებული პირობებით დაინტერესდა.

რიკარდას რუსტეიკას განცხადებით მისთვის საინტერესოა ის პროექტები, რომელიც ზუგდიდში ხორციელდება და სურვილი აქვს რომ ორი ქალაქის ხელმძღვანელობის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს.

რიკარდას რუსტეიკა ზუგდიდს პროექტის „ურბანული ცვლილების მონაწილეები“ ფარგლებში სტუმრობს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან პროექტში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ირაკლი ამანათიძე მონაწილეობენ.

სხვა ახალი ამბები: