მერაბ ქვარაია ირმა ნადირაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

0

qvaraiaქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. ქვარაიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. მერაბ ქვარაიას განცხადებით ნადირაშვილმა იგი საჯარო მოხელედ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მერაბ ქვარაიას, როგორც ნასამართლევს არ ჰქონდა საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება. მერაბ ქვარაიას განცხადებით ირმა ნადირაშვილმა მაყურებელს თავზე მოახვია დეზინფორმაცია, რადგანაც ის არ წარმოადგენს საჯარო პირს და არ აქვს არანაირი თანამდებობა დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მან აღნიშნა, რომ მე ვარ საჯარო მოხელე, ვიკავებ ერთერთ მაღალ თანამდებობას ზუგდიდის გამგეობაში და ასევე მან ისაუბრა ძალიან შეურაცხმყოფელად ჩემდანაშაულებრივწარსულზე. მე მინდა ამასთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება და ვთქვა რომ, დიახ მე ვიყავი პატიმარი და ექვ წელიწად ნახევარი გავატარე საქართველოს ციხეების სხვადასხვა საპატიმროებში, დიახ მე გახლდით როლანდ ახალაიას მიერ დაპატიმრებული და ამასთაენ ერთად მინდა ვთქვა, რომ არაერთი უფლებადამცველი და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ შესწავლილ იქნა ჩემი საქმე და მათ მიერ ვარ ნაღიარები პოლიტპატიმრად. ამასთან ერთად მე ვამბობ, რომ დიახ, მე მაქვს სურვილი ვიყო მონაწილე ჩემი ქვეყნის აღმშენებლობისა და როცა მომეცემა ამის საშუალება აუცილებლად მივიღებ საჯარო სამსახურში შესაბამის პოზიციაზე მონაწილეობას ჩემი ქალაქისა და ქვეყნის აღმშენებლობისათვის. ამჯერად არანაირ თანამდებობას საჯარო სამსახურში არ ვიკავებ. და აქვე მინდა ვუთხრა თვითონ ირმა ნადირაშვილს  და იმ ადამიანებს რომლებმაც ამ, დეზინფორმაციის გავრცელებას შეუწყვეს ხელი, რომ ისინი არიან იმ დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და წევრები, რომელთა მმართველობის წლებში  ასეულობით და შეიძლება უფრო მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდა ქვეყანას. მე მათ არასოდეს მივცემ უფლებას შეურაცხმყოფელად ისაუბრონ ჩემზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ებრძოდა რეჟიმს‘”-აცხადებს მერაბ ქვარაია.

ქართული ოცნებისერთერთი ლიდერის განცხადებით ის ამ ეტაპზე თავს იკავებს სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, თუმცა ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება საჭიროდ ჩათვალა. მერაბ ქვარაიას მთავარი მესიჯი იყო ის, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი საზოგადოებას დეზინფორმაციით მწარედ ატყუებს. პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მერაბ ქვარაიას ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი და ის ამის შესახებ შესაბამის გადაწყველიტილებას ელოდება.ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობას დაიკავებს მერაბ ქვარაია მას შემდეგ, როცა სასამართლო მის მიერ შეტანი სარჩელს დააკმაყოფილებს, თუმცა როგორც თავად აცხადებს, მზად არის ნებისმიერი თანამდებობა დაიკავოს, სადაც მისი გამოცდილების გამოყენება გახდება საჭირო.

/span

სხვა ახალი ამბები: