მერაბ ქვარაია: “ნაციონალური მოძრაობა” დღესაც იმას აკეთებს, რასაც წლების წინ აკეთებდა”

0

1596931_352195478253237_1897308152_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ზუგდიდის განვითარების ცენტრის მოთხოვნას, ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ქვარაიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დღესაც იმას აკეთებს, რასაც წლების წინ აკეთებდა, ყოვლად მიუღებელია ახალგაზრდებით მანიპულირება, “ქართული ოცნება” და ხელისუფლება, განათლების სფეროზე და ახალგაზრდების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელით ადგილობრივ ბიუჯეტში გამოვძებნოთ ის თანხები,რომელიც სწორედ ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებისთვის იქნება ორიენტირებული.“-აცხადებს იგი.

ჟურნალისტებს,საკრებულოს თავმჯდომარე უცხადებს, რომ „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს თანადაფინანსების მოთხოვნის შესახებ. ბიუჯეტში ამისთვის გამოყოფილია სპეციალური თანხები. ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაც იქნება კომისიის მიერ შესწავლილი და განხილული. მუშაობის დასრულების შემდეგ კი დაიდება დასკვნა და გაირკვევა მოხდება თუ არა ამა თუ იმ ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება“- ამბობს ქვარაია.

ზუგდიდის განვითარების ცენტრი მოითხოვს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფაროს ოფისის საფასური, რადგან ახალგაზრდები აქ სრულიად უფასოდ ეუფლებიან უცხო ენებს და იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს.

იმ შემთხვევაში,თუ ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, „ზუგდიდის განვითარების ცენტრი“ 1000-მდე მოსწავლისთვის ლექციების ჩატარებას სამხარეო ადმინისტრაციის ფოიეში გეგმავს.