მერაბ ქვარაია ნიკა გვარამიას: “ნიკა, ნუ გგონია, რომ ვინმეს რამე შერჩება”

0

gvaramia-qvaraiaქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ქვარაია გვარამიას სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით მიმართავს:

“ნიკა,ნუ გგონია,რომ ვინმეს რამე შერჩება ან შერჩენია ამ ქვეყნად,მით უფრო შეგნებული სიყალბე და სხვათა მიმართ ცილისწამება…ყველას ყველაფრისთვის მოეთხოვება,მადლობდე ღმერთს თუ ამ ქვეყნად…ამიტომ გეტყვი: ჩვენ გვყავს საერთო ახლობლები. სადაც შეგხვდები იქ მოგახლი რა სიბინძურესაც აკეთებ,შეგნებულად რა მზაკვრობასაც მსახურებ,რაც გააკეთეთ ამ დღეებში შენ და Rustavi 2-მა…ასე რომ იფიქრე მეგობარო,ნუ გგონიათ შენ და შენს კოლეგებს,რომ თქვენ არავინ არაფერს მოგთხოვთ და ტელეკომპანიის ზურგს ამოეფარებით,პირველ რიგში თქვენ კაცები ხართ,ქართველები და ამ ნიხრით მოგეთხოვებაც კიდევ…ასე რომ,ჩემო “მეგობარო”,მერაბ ქვარაია გამხელს სიყალბეში,არაკაცობის მხარდაჭერაში და ტყუილის ტირაჟირებაში,რაც არავაჟკაცურია და დანაშაულია,სადაც შეგხვდები იქ მოგახლი ამას!”-ნათქვამია მერაბ ქვარაიას მიერ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: