მერაბ ქვარაია: “9 აპრილი-ერთობის, გმირული სულის ზეობის, სიხარულისა და თან დიდი ტკივილის დღეა”

0

11102894_538894629583320_2994191771580886418_nქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიაგო. მერაბ ქვარაიამ 9 აპრილს ერთობის, გმირული სულის ზეობის, სიხარულისა და თან დიდი ტკივილის დღე უწოდა.

“9 აპრილი-ერთობის,გმირული სულის ზეობის,სიხარულისა და თან დიდი ტკივილის დღე,ქართველობის განცდის დღე…ღმერთმა ნათელში ამყოფოს რწმენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის თავდადებული ქართველი გმირები…ჩვენ კი მოგვმადლოს სიბრძნე და “გული გონიერი”- “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს,აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.
ამინ!”- წერს სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე მერაბ ქვარაია.

სხვა ახალი ამბები: