მერიამ “კომბინატის” მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგინა

0

10918814_1046877555338234_1593511670_oქალაქ ზუგდიდში,კომბინატის დასახლების პირველ უბანში, 14 სცხოვრებელ კორპუსს წყლის მიწოდება ჭაბურღილის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, რამდენიმე დღის წინ შეუწყდა, რის შედეგადაც 650 ოჯახი უწყლოდ დარჩა. კერძო კომპანია, შ.პ.ს. ,,შენსერვისმა“ , რომელიც უბნის წყალომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, ვერ შეძლო პრობლემის მოგვარება, რის შედეგადაც ქალაქ ზუგდიდის მერიას მოსახლეობამ წყალმომარაგების პრობლემის მოგარების თხოვნით მიმართა.

10892657_1046877568671566_595032583_o10927769_1046877902004866_1205444429_o10935242_1046877922004864_1879632216_oმერის, ირაკლი გოგოხიას გადაწყვეტილებით, სარეზერვო ფონდიდან უმოკლეს დროში გამოიყო 6300 ლარი ჭაბურღილის ძრავისა და ტუმბოს შესაძენად. ქალაქის მერის, ვიცე-მერისა და მერიის შესაბამისი სამსახურების უშუალო ზედამხედველობითა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დახმარებით, უმოკლეს დროში შესაძლებელი გახდა ჭაბურღილის ამუშავება.
კომბინატის დასახლებაში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია.