“მერი იტყუება!”-რამ გამოიწვია დაპირისპირება ზუგდიდის მერიაში და რას აპირებს გიორგი სალია (VIDEO)

0

dapirispireba meriashiზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სალია ზუგდიდის მერს, ირაკლი გოგოხიას ღიად უპირისპირდება. გიორგი სალიას განცხადებით ზუგდიდის მერი smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშკარად ცრუობს, რადგან მასსა და მერს შორის სულ სხვა თემაზე იყო საუბარი.

“მე მოვისმინე მერის კომენტარი, სადაც ის აშკარად იტყუება. იმ დეტალებზე საუბრობს, თუ რა ტემაზე ვისაუბრეთ ჩვენ შეხვედრაზე. რასაც ის ამბობს, ყველაფერი არის სიცრუე და მე მრცხვენია, რომ ქალაქის მერი ამბობს ასეთ სიცრუეს. როცა მე მერს ვუყურებ და ვუსმენ, ჩვენი მერი გოგოხია მახსენებს ცნობილი მულტფილმის, “რანგოს” მატყუარა მერს, რომელიც ხალხს ატყუებს და წყალსაც არ აძლევს დასალევად,”-აცხადებს გიორგი სალია.

მონიტორინგის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სალიას განცხადებით, ის იბრძოლებს სამართლიანობის აღსადგენად. როგორც თავად ამბობს, გაჩერებას არ აპირებს მანამ, სანამ ზუგდიდის მერიაში დასაქმებული “ნაციონალები” მერიის სამსახურებს არ დატოვებენ და მათ ადგილს “ქართული ოცნების” აქტივისტები არ დაიკავებენ. გიორგი სალია სწორედ ამ მოთხოვნით შიმშილობის დაწყებასაც გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: