მესტიას ლატვიის დელეგაცია სტუმრობდა

0

11170338_468006883366286_3050200541433441623_nმესტიის მუნიციპალიტეტში 2 დღიანი ვიზიტით ლატვიის აღმასრულებელი მთავრობის დირექტორთა ასოციაციის წარმომადგენლები, ლატვიის სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. დელეგაციას ლატვიის დედაქალაქ რიგის ადგილობრივი და რეგიონული მთავრობის თავმჯდომარე, სნიეძე სპროგე ხელმძღვანელობდა.

ლატვიის მთავრობის წარმომადგენლები მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს – კაპიტონ ჟორჟოლიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს – მაიზერ ჯაფარიძეს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და ა(ა)იპ–ების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ლატვიის დელეგაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს და მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. სტუმრებმა ადგილობრივ კოლეგებს გაუზიარეს მათი ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, კერძოდ: ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მყარი ნარჩენების მართვის, ადგილობრივი მმართველობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე.