მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება

0

tetnuuldდღეს, 27 დეკემბერს, მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამსვენებელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

სამთო-სათხილამურო კუროტი დამსვენებელს უამრავი სიახლით დახვდება.
სეზონის გახსნას მესტიაში ფესტივალის სახე მიეცემა. მოეწყობა ცეცხლოვანი შოუ, გაიმართება შეჯიბრი კამერებით დაშვებასა და “ფეინთბოლში”.  გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. მთელი დღის განმავლობაში მოწვეული სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ DJ-ები.

ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს მესტიაში ამინდი დაბრკოლებას აღარ შეუქმნის და სპეციალური თოვლის საფრქვევების მეშვეობით, უნალექობის შემთხვევაშიც კი შეძლებენ ხელოვნურად გათოვლიანებულ ტრასებზე სრიალს.

სხვა ახალი ამბები: