მესტიაში თამარ მეფის ძეგლის დადგმა მილიონ ნახევარი ლარი დაჯდა

1

n1361278259ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მოპოვებული მასალების თანახმად ირკვევა,რომ მესტიაში, თამარ მეფის ძეგლის დასადგმელად, კულტურის სამინისტრომ 2011 წელს 1. 518. 642 ლარი გამოყო.
„საინტერესოა, რომ აღნიშნული ღონისძიება დაფინანსდა 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო კომპანია (შპს “პალეოლითი”) რომელსაც დაევალა პროექტის განხორციელება, რვა დღით ადრე,  9 აგვისტოს დაფუძნდა. ღია წყაროების მიხედვით, სამინისტროში წარმოდგენილი იქნა პროექტი, რომლის მოწონების შემდეგაც მისი დაფინანსება გადაწყდა. ძეგლის განთავსებაზე კი გადაწყვეტილება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: