მესტიაში თოვა შეწყდა, თუმცა 7 სოფელი ისევ უშუქოდ რჩება

0

didtovloba mestiaSiმესტიის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ინტენსიური თოვა შეწყვეტილია. შესაბამისად, მესტია-ჯვარი-ზუგდიდის გზაზე მოძრაობაც აღდენილია. ამის შესახებ პირველ კომენტარს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი აკეთებს. გამგებლის განმარტებით ამ დროისთვის მესტიის ცენტრს 5 სოფელია (უშგული, კალა, იფარი, წვიმი, ადიში) მოწყვეტილი, 7 სოფელს კი ელექტრონერგია არ მიეწოდება.

“უშგულის  გზის გასაწმენდად დღეს წავა ტრაქტორი. დაზიანებულია 600 მეტრის ელექტროენერგიის სადენბი. გზის გახსნისთანავე “ენერგო-პრო ჯორჯია” მუშაობას დაიწყებს, საჭირო მასალა მათ უკვე ჩამოტანილი აქვთ და ამ სოფლებს ელექტოენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ზეგ აღუდგებათ”, – თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ზუსტად ერთი კვირაა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი ზიგიერთ სოფლებში 1,5 მეტრსაც აღწევს.

სხვა ახალი ამბები: