მესტიაში სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ გასვლითი სხდომა ჩაატარა (ვიდეო)

0

11065513_949518601726532_586349824_oსამეგრელო-ზემო სვაენთის მხარეში-სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან, გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გასვლითი თათბირი მესტიაში ჩაატარა. განხილვის თემა ტურისტული სეზონისთვის მზადება და მიმდინარე პროექტების ანგარიში იყო. როგორც შეხვედრაზე გაირკვა ტურისტულ სეზონს სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული მუნიციპალიტეტები მზად ხვდებიან.

11032444_949518611726531_1554831116_o11065409_949518618393197_34783245_o11073786_949518598393199_2042342426_oგუბერნატორმა ლევან შონიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ  წელსვე მარტვილის კანიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ფოთში მალთაყვის საზღვაო ზოლის მშენებლობა და სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის გახსნა მოხდება. ასევე დაგეგმილია ზუგდიდის შემოსასვლელთან ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. გუბერნატორისვე განცხადებით წეს ანაკლიაში ფესტივალი ჩატარდება, რომელიც კურორტის ტურიტებით დატვირთვას ხელს შეუწყობს.

სხდომას აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი ოთარ გოგოხიაც ესწრებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია შეხვედრის დასრულების შემდეგ სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ლიდერთა კლუბის წევრებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.