მესტიაში სასტუმრო “თეთნულდის” მეპატრონე მეგობართან ერთად დაიღუპა

0

10588923_4469025621594_1454776588_nდაახლოებით ერთი საათის წინ უბედური შემთხვევა მოხდა მესტიის რაიონში. მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “თეთნულდის” მეპატრონე თეზო ჯაფარიძე მეგობართან ერთად ხრამში გადაიჩეხა. თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მათთან ერთად მყოფი მეგობრის შვილი გადარჩა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყარო სატელეფონო საუბრისას აცხადებს, ჯაფარიძეების ოჯახი სასეირნოდ მესტიიდან მოშორებით ერთ-ერთ უბანში იმყოფებოდნენ. მათ თან ახლდათ მეგობარი მამაკაცი შვილთან ერთად. ისინი სავარაუდოდ კვადროციკლით სეირნობდნენ, რომელსაც სასტუმროს მეპატრონე მართავდა. სეირნობისას ისინი ხევში გადაიჩეხნენ. მაშველებმა ხრამიდან სასტუმრო “თეთნულდის” მეპატრონის, ასევე მეგობრისა და მისი შვილის ამოყვანა შეძლეს. თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი დაიღუპნენ, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი გადარჩა. უბედური შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ძალოვანი უწყების პრესსამსახური  „თეთნულდის“ დირექტორის, თეზო ჯაფარიძის და მისი მეგობრის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.

სხვა ახალი ამბები: