მესტიაში ტურისტების სიმცირეზე საუბრობენ

1

DSC09390მესტიის სამთო კურორტზე კვლავ ტურისტების სიმცირეზე საუბრობენ.  სასტუმრო ,,თეთნულდის’’ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დამსვენებელთა აქტიურობა შემცირებულია, თუმცა, მათივე თქმით, რამდენიმე ადგილი დაჯავშნულია და ტურისტების ჩამოსვლასაც ელოდებიან. ადმინისტრატორის განცხადებით, ფასები თებერვალში იანვართან შედარებით შემცირებულია და ორადგილიანი ნომერი 126 ლარი ღირს, ხოლო ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 100 ლარია. შეგახსენებთ: მესტიის სამთო კურორტზე ერთადერთი 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო „თეთნულდი“ ტურისტების ნაკლებობაზე ახალი წლის პერიოდშიც საუბრობდა. ახალი წლის დღეებში სასტუმრომ მხოლოდ 50 ვიზიტორი მიიღო.

სხვა ახალი ამბები: