მესტია-ზუგდიდის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

0

10466955_307066829499507_207255029_nგადაუღებელმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია სვანეთში სადაც მთიდან დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი ჩამოვიდა მესტიიდან ზუგდიდისკენ მიმვავალ გზაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩარჩენილია მიკროავტობუსი სადაც აჭარის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებიან. ისინი მესტიაში ექსკურსიაზე დილით ჩავიდნენ და საღამოსკენ უკან ბრუნდებოდნენ.

ამ დროისთვის ზუგდიდი-მესტიის გზეზე მობილიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სამაშველო სამსახური, რომლებიც ექსკურსიაზე მყოფ სკოლის მოსწავლეებს დახმარებას უწევენ. ადგილზე მობილიზებულია ასევე მესტიის საგზაო სამსახური, რომელიც გზის სავალ ნაწილს ათავისუფლებს ქვა-ღორღისგან.

“მესტიიდან მეასე კილომეტრზე ჩამოწოლილი არის ქვა-ღორღი. გასულია ამ ეტაპზე მესტიის საგზაო სამმართველოს თანამშრომლები სათანადო ტექნიკასთან ერთად. დაახლოებით ერთ საათში გზა გაიხსნება და სავალი ნაწილი დასუფთავდება.ისე ამნაწილის მთლიან აღდგენას ალბათ ორი, სამი დღე დასჭირდება”-აცხადება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი

სხვა ახალი ამბები: