მესტიის გამგებლის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

0

მესტიის გამგებლის მოადგილესxergiani ალექსანდრე ხერგიანს თბლისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით  პატიმობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამრთლოს გადაწყვეტილება  დაუსაბუთებელი იყო და ეს გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. დაცვის მხარის მტკიცებით, კიდევ ერთი პირი, რომელიც  ხერგიანთან ერთად დააკავეს,  გამოძიებამ გაათავისუფლა.

„ყველა ის არგუმერნტი, რომელიც სასამართლოს  დაცვის მხარემ  წარუდგინა გამყარებული იყო მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა იმისა, რომ სამართლებრივი საფუძვლები გვქონდა, ჩვენ წარვადგინეთ  ცნობა, რომელიც ადასტურებდა  ბატონი ალექსანდრეს ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობას. სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,  ასევე ვაპირებთ ჩავატაროთ ექსპერტიზა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, ჩავატაროთ იმ CD დისკების ექსპერტიზა, რომელიც ბრალდებამ გადმოგვცა, სადაც აღბეჭდილია ის „აგენტ-პროვოკატორი”, რომელმაც ამ დანაშულის პროვოცირება მოახდინა.”- განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

 

სხვა ახალი ამბები: