მესტიის გამგეობა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ტესტირებას ატარებს

0

gmgeobaმესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წუთებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 100-ზე მეტი კონსკურსანტი ტესტირებას  მესტიის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში გადის. აღნიშნულ ტესტირებას “საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ნეპოტიზმთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია და დღევანდელი კონკურსიც ამის დასტურია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით მესტიის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში თანამდებობებზე დანიშვნა მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების მიხედვით ხდება. ისინი ნეპოტიზმთან დაკავშირებულ ფაქტებს ახსენებენ ყოფილ ხელისუფლებას, როდესაც გუბერნატორ ზაზა გოროზიას ძმა ზაალ გოროზია იკავებდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას და დღემდე ის რჩება ამ თანამდებობაზე. ასევე ახსენებენ ზაზა გოროზიას მოადგილის ერეკლე ჯაფარიძის ძმას ილია ჯაფარიძეს, რომელიც არჩევნებამდე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

კონსკურის შედეგები ერთ კვირაში გახდებაცნობილი. კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები დამატებით გასაუბრებას მესტიის გამგეობაში გაივლიან და თანამდებობებზე მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნებიან.

 

 

სხვა ახალი ამბები: