მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ

2

DSC_0598ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენციას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები გამართავენ. ამის შესახებ მესტიის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა, საზახინო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია სორდიამ და შესყიდვების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო კვარაცხელიამ smo.ge-ს აცნობეს.

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან რეორგანიზაციის მოტივით 13 თანამშრომელია გათავისუფლებული, თუმცა მათივე მტკიცებით რეორგანიზაცია გამგეობაში არ განხორციელებულა და ყველა სამსახურში მხოლოდ კადრები შეიცვალა. მესტიის გამგეობიდან მოხსნილი 13 თანამშრომელი ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

პრესკონფერენცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხვალ, 5 მარტს 10:30 საათზეა დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: