მესტიის მიმართულებით საცდელი ფრენები აგვისტოში დაიწყება

0

mestiaმესტიის მიმართულებით  საცდელი ფრენები აგვისტოში დაიწყება. ფრენებს ქართული კომპანია შეასრულებს.

მესტიის გამგებელის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით,  იმ ქართული კომპანიის შერჩევა, რომელიც მესტიის მიმართულებით იფრენს, კონკურსის წესით მოხდება და მას ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს მომავალში გამოავლენს.

„ჯერ  კომპანია გამოვლენილი არ არის და არც ის ვიცით, ვინ შეასრულებს ფრენებს, თუმცა ეს  ნამდვილად ქართული  კომპანია იქნება,“ – აცხადებს ჟორჟოლიანი.  სხვა დამატებითი დეტალების შესახებ მესტიის გამგებელი ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ,რომ ფრენებს მესტიის მიმართულებით კანადური კომპანია Kenn Borek Air–ი 2010 წლის დეკემბრიდან ასრულებდა. რეისები სახელმწიფოს მიერ ლიზინგით აღებული კანადურის წარმოების 19 სავარძლიანი DHC-6-300 ტიპის თვითმფრინავით სრულდებოდა. ერთი გზა 75 ლარი ღირდა.

როგორ მესტიის გამგებელი აცხადებს,   ფრენები ტურისტების რაოდენობაზე გავლენას არ ახდენდა და ამას ისიც მოწმობს, რომ  მხოლოდ გასულ ერთ თვეში მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი 5 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა, ხოლო ერთი დღის განმავლობაში მესტიას 600 უცხოელი ტურისტი ესტუმრა.

ცნობისთვის, რეგიონს  ერთ დღეში  1000  ტურისტის  მიღების შესაძლებლობა აქვს.

სხვა ახალი ამბები: