მესტიის პოლიციის უფროსად კობა ხარებავა დაინიშნა

0

POLICIAმესტიის პოლიციის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. გიორგი სამარღანაშვილი მესტიის პოლიციაში ხობის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა ხარებავამ შეცვალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა. საკადრო გადაადგილების შემდეგ მესტიის პოლიციის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი სამარღანაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ კობა ხარებავა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ კობა ხარებავა ქალაქ ფოთის კრიმინალური პოლიციის უფროსად იქნა გადაყვანილი. მოგვიანებით კი კობა ხარებავამ იგივე თანამდებობა დაიკავა ხობის პოლიციის სამმართველოში.

მესტიის პოლიციის სამმართველოს ახალი უფროსი მუშაობას უკვე შეუდგა.

სხვა ახალი ამბები: