მესტიის პოლიციის უფროსი ილია გერლიანი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

0

imgმესტიის პოლიციის სამმართველოში გენერალური ინსპექცია შევიდა. მესტიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, რაიონის პოლიციის სამმართველოში გენინსპექციის შესვლას წინ პოლიციის უფროსისთვის სამსახურის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნა უძღოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს  საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან კომენტარს აკეთებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.

”შსს-ს გენინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო შსს-ს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა მესტიის სამმართველოს უფროსი ილია გერლიანი და თანამდებობრივად დაქვეითდა მისი მოადგილე მანუჩარ გირგვლიანი”-აცხადებს ნინო გიორგობიანი.

სხვა ახალი ამბები: