მესტიის რაიონის დაბა ხაიშში ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

0

xaishiმსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა მესტიის რაიონის დაბა ხაიშში. ზუგდიდიდან ჭუბერის მიმართულებით მიმავალი ჯიპის მარკის ავტომანქანა ხაიშის ხიდიდან მდინარე ენგურში გადავარდა. ავტომანქანით ერთი ოჯახის სამი წევრი, დედა და ტყუპისცალი დები მგზავრობდნენ. გარდაცვლილია ასევე ავტომანქანის მძღოლი, წალენჯიხის რაიონის სოფელ მედანის მკვიდრი ფრიდონ მიქავა.

ამ წუთებში მესტიის რაიონის დაბა ხაიშში მობილიზებულია პოლიციის ქვედანაყოფები და ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი მდინარე ენგურში გარდაცვლილთა ცხედრებს ეძებენ.

სხვა ახალი ამბები: