მესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება

0

energo-pro-mestia“მესტიის რაიონის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. მესტიაში არსებული 2500 მოსახლიდან, ამ დროისთვის, ელექტროენერგია მხოლოდ 220 მოსახლეს არ მიეწოდება”-აცხადებს ენერგოკომპანია “ენერგო-პრო-ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.

“ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ოპერატიულად მოახდინოს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. განსაკუთრებით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება უშგულს, რომელიც ათეულობით კილომეტრით არის დაშორებული მესტიის რაიონული ცენტრიდან. მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობის გამო, დაზიანების ადგილამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია, კომპანიის თანამშრომლები ფეხით და ზოგიერთ შემთხვევაში თხილამურებით აღწევენ დაზიანების უბნებს. იმის გამო, რომ ტექნიკით სარემონტო სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდება, რეაბილიტაცია საჭიროებს უფრო მეტ დროს”-აცხადებს დვალიშვილი.

სხვა ახალი ამბები: