მესტიის რაიონში ორი სოფელი დაიმეწყრა. მოსახლეობა ევაკუირებულია

0

news_4560მესტიის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყერი ისევ ჩამოწვა. განსაკუთრებით დაზარალებულია მესტიის რაიონის სოფლების, ბეჩოსა და უშხვანარის მოსახლეობა. ადგილობრივების განცხადებით მეწყერი თანდათან მოდის და გამორიცხული არ არის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. ბეჩოდან ამ დროისთვის ევაკუირებულია 5 ოჯახი, ხოლო უშხვანარიდან 7 ოჯახი.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მდგომარეობა მართლაც მძიმეა. მისივე განცხადებით ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი შედეგები.

“უკვე თვეზე მეტია მესტიის რაიონში გადაუღებლად წვიმს, რამაც მთლიანად რაიონში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიმეწყრა ძალიან ბევრი სოფელი და ზოგიერთი დამეწყრილი ზონიდან ადგილობრივი მოსახლეობაც ევაკუირებულია. მესტიის რაიონამდე მისასვლელი გზები ჩახერგილია, თუმცა მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა პერმანენტულად. რაც შეეხება ბეჩოსა და უშხვანარს, ეს სოფლები მართლაც დაიმეწყრა და რამდენიმე ოჯახი გაყვანილია საშიში ზონიდან”-აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

სხვა ახალი ამბები: