მესტიის რაიონში რუსი ტურისტი გარდაიცვალა

0

mestia policeუბედური შემთხვევა მოხდა მესტიის რაიონში. მესტიის რაიონის სოფელ ჰადიშთან ახლოს ეროვნებით რუსი ტურისტი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი ტურისტი სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები 24 წლის სტანისლავ ბელია. შემთხვევა წუხელ, ღამის დაახლოებით 12 საათზე მოხდა.

შვიდი რუსი ტურისტი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახიდან ხადიშიკენ მიდიოდა. ტურისტების ჯგუფს გზაში შემოაღამდათ და კარავი გაშალეს. სტანისლავ ბელი წყლის დასალევად ჩავიდა, ღელეში მას ფეხი აუსრიალდა და ქვას საფეთქელი დაარტყა. ახალგაზრდა მამაკაცი მისმა მეგობრებმა 40 წუთის შემდეგ უკვე გარდაცვლილი იპოვეს. ტურისტებმა ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. 

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მესტიის რაიონის საავადმყოფოში გადაასვენეს. ტურისტული ჯგუფის დანარჩენი ექვსი წევრი უკრაინის მოქალაქეები არიან.

სხვა ახალი ამბები: