“მეტი სათამაშო ბავშვებს”-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქციას შეუერთდა

0

10686791_335289139982380_6389486134510688744_nახალგაზრდების საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბაირაღი“ აგრძელებს აქციას „მეტი სათამაშო ბავშვებს“ , რომელსაც შეუერთდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სტუდენტები და სოფელ რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს სათამაშოები სოფელ რუხის საბავშო ბაღს გადაეცა. ბაღის გამგემ ქალბატონმა ნატალია ბახტაძემ მადლობა გადუხადა სტუმრებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ერთმანეთის თანამდგომით სხვა სოფლების ათვისებასაც შეძლებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბაირაღის“ წარმომადგენლები მადლობას უხდიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერისთვის.
ზუგდიდის მუნიციპალიტის საკრებულო მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავსი ტიპის აქციებში.

სხვა ახალი ამბები: