მეუფე გრიგოლი: “დასაყრდენს პოულობს შავბნელი ძალა, რომელსაც სურს, უკან დაგვაბრუნოს”

0

1239646_10152413838684812_3335476707965905555_nხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსში, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერილი ხატის დაბრძანებისას, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

მეუფე გრიგოლი არ მიესალმება როცა რუსეთსა და მართლმადიდებლობას ერთმანეთთან აიგივებენ. ის გმობს რუსეთის დროშით ხელში ჩრდილოეთისკენ მომზირალი ადამიანების ქცევებს. ამ ქცევებს მეუფე გრიგოლო თვითმკვლელობასთან აიგივებს. “ჯერ კიდევ დუღილის პროცესში ვართ და არ ვართ გაძლიერებული და ამ სუსტ მგომარეობაში დასაყრდენს პოულობს შავბნელი ძალა, რომელსაც სურს, უკან დაგვაბრუნოს”-აღნიშნავს ქადაგებისას მეუფე გრიგოლი.

„მე ვწუხვარ, როდესაც მართლმადიდებლობას და რუსეთს ერთმანეთთან აიგივებენ. ამას ვერ მივესალმები, რადგან ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ დამისახელებს, რა სიკეთე მიიღო საქართველომ მარლმადიდებელი რუსეთისგან.

ორი დღის წინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ, მაგრამ შეუძლებელია, შეუთავსებელია, ადამიანი ამ ყველაფერს გულით ხარობდეს, ხატებზე გამოსახულ წმინდანებს თაყვანს სცემდეს და ამავდროულად რუსული დროშით ხელში ჩრდილოეთისკენ იმზირებოდეს.

ეს არის თვითმკვლელობა. ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არა გონიერებაზე, არამედ უგუნურებაზე მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დუღილის პროცესში ვართ და არ ვართ გაძლიერებული და ამ სუსტ მგომარეობაში დასაყრდენს პოულობს შავბნელი ძალა, რომელსაც სურს, უკან დაგვაბრუნოს.

რისი უნდა შეგვეშინდეს, როდესაც ჩვენთან არს ღმერთი?! ქრისტეს რწმენა ადამიანებს გმირებად აქცევს, ამიტომ ჩვენი რწმენა არ არის შიშის რწმენა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სხვა ახალი ამბები: