მეუფე სერაფიმე ალექსანდრე ანქვაბს სოჭში შეხვდა

0

meufe-serafime_671ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს სოჭში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს.

შეხვედრა სოჭში 29 მარტს გაიმართა, მოლაპარაკებებს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ. კომენტარი შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიაქოს ჯერ არ გაუკეთებია.

სოჭში შემდგარი შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, თუმცა მათთვის უცნობია შეხვედრის მონაწილეების მიერ განხილული თემების შესახებ. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით ბალკანიანი აკეთებს.

 

სხვა ახალი ამბები: