”მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახური მაყურებელს 21 საათზე დაემშვიდობება

0

mecxreeმეცხრე არხის მთავარი საინფორმაციო გამოჩვებაში 21-საათზე ჟურნალიტები და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები პრემიერის ოჯახის გადაწყვეტილებაზე არხის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ. ამასთანავე ”მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური დღეიდან მაყურებლებს დაემშვიდობება.

საინფორმაციო სამსახური დღეიდან მუშაობს წყვეტს – ჟურნალიტების და საინფორმაციოს თანამშრომნლების 1 სექტემბრამდე დარჩენილ დღეებში მუშაობას აღარ გააგარძელებენ. ეს გადაწყვეტილება არხის ჟურნალისტებმა ერთხმად მიიღეს. ამის შესახებ არხის დირექტორმა ლუბა ელიაშვილმაც ოფიციალურად განაცხადა.

”მეცხრე არხის” დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი – პრემიერის ოჯახის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის და მასთან ერთად დახურული საინფორმაციო სააგენტო ინფო -9-ის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 9 არხის და ინფო 9-ის ყოფილი თანამშრომლები კომპენსაციის სახით 2 თვის ხელფასს მიიღებენ, ამ დრომდე ცნობილი არ არის თუ ვისთან აწარმოებდა პრემიერის ოჯახი არხის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს და ვისგან მიიღო საბოლოო უარი ყიდვაზე.

სხვა ახალი ამბები: