”მეცხრე არხი” და ”ინფო 9” შესაძლოა 1 სექტემბრამდე გაიყიდოს

0

mecxreგუშინდელი დღის მერე ”მეცხრე არხის” და ”ინფო 9”-ის აქციების შესყიდვასტან დაკავშირებით ახალი ინიციატივები გამოჩნდა. სწორედ ამის გამო ტელეკომპანიის შენობაში დილიდან გამოცხადდნენ ”მეცხრე არხის” ჟურნალისტებიც და ტელეკომპანიის დირექტორი ლუბა ელიაშვილი.

ელიაშვილის განცხადებით გუშინდელი ემოციური დღის შემდეგ ის დასვენებას აპირებდა, თუმცა იმის გამო რომ მსურველები არიან ”მეცხრე არხისა” და ”ინფო 9”-ის შესყიდვის, მან გადაწყვიტა სამსახურში მოსულიყო და აქტივები დაეთვალა.

”დღეს ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ აქტივები დავითვალოთ და შეფასდეს და დადგინდეს არხის გაყიდვის ფასი. რათქმაუნდა ამ ყველაფერს შემდეგ შევათანხმებთ არხის მფლობელებთან და თუ მოლაპარაკება შედგა, სავარაუდოდ ალბათ არხი გაიყიდება. რაც შეეხება ”ინფო 9”-ს, არის დაინტერესება, რომ შეისყიდონ ბრენდი და ამასთან დაკავშირებითაც არის რაღაც ძვრები”-აცხადებს ლუბა ელიაშვილი.

მეცხრე არხი 1 სექტემბრამდე შესაძლოა გაიყიდოს. გაყიდვის შემთხვევაში ”მეცხრე არხი” მუშაობას განაახლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არხი დაიხურება.

სხვა ახალი ამბები: