”მეცხრე არხი” შალვა რამიშვილთან ხელშეკრულებას წყვეტს

0

ramishvili„მეცხრე არხის“ გადაცემა – „ცხელი შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი, შალვა რამიშვილი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველშვილის პიარსამსახურს უხელმძღვანელებს. „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი, ლუბა ელიაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების შეწყვეტას 2013 წლის 15 აგვისტოს გეგმავს, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას მას შესაძლოა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის პრობლემა ჰქონდეს.

„მე მაქვს მასთან წინადადება, რომ თუ ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ არ აპირებს მუშაობა გააგრძელოს სახელმწიფო სამსახურში, არჩევნების დასრულების მეორე დღესვე, დიდი სიამოვნებით დავაბრუნებ სამსახურში. ის რეიტინგული ჟურნალისტია“-აცხადებს ლუბა ელიაშვილი

სხვა ახალი ამბები: