”მეცხრე არხს” კუთვნილი ტექნიკა GDS-ისთვის არ გადაუცია

0

gds_4183საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” კუთვნილი ტექნიკა არხის მფლობელებმა ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS-ს გადასცეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ფაქტს ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი არ ადასტურებს. ელიაშვილი აცხადებს, რომ GDS-ი მეცხრე არხის კუთვნილი ტექნიკით მანამდეც სარგებლობდა. ”ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეცხრე არხმა ტექნიკა ამ ტელევიზიას გადასცა და არხი ამიტომაც არ იყიდება. სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს მოკლებულია”-აცხადებს არხის გენერალური დირექტორი.

ამავე ინფორმაციას არც პრემიერის კანცელარიაში ადასტურებენ. მათი განცხადებით დეტალური ინფორმაცია ”მეცხრე არხთან” დაკავშირებით ორშაბათს გაკეთდება.

სხვა ახალი ამბები: